ამ დროისთვის ჩოხატაურში თვითიზოლაციაში 9 ადამიანი რჩება.
როგორც ჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ნატო ჯიბუტი, ჩვენთან საუბარში ამბობს, ყველა ჯანმრთელად არის.
„თვითიზოლაციაში ამ დროისთვის 9 ადამიანი რჩება. ყველა ჯანმრთელადაა. დანარჩენებს ვადა გაუვიდათ. კარანტინში ჩემი მხრიდან გადაგზავნილია 2 ადამიანი. თუ აეროპორტებიდან, გამშვები პუნქტებიდან მოხდა მათი გადაყვანა ამის შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს“,_ ამბობს ნატო.
ის ასევე აღნიშნავს, რომ თვითიზოლაციის დარღვევის შემთხვევა ჩოხატაურში აღარ დაფიქსირებულა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომლებმა თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის ჩოხატაურში 1 ადამიანი ადმინისტრაციული წესით 3000 ლარის ოდენობით დააჯარიმეს და კარანტინში გადაიყვანეს.