USAID საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის 1 მილიონ-ზე მეტ დოლარს გადაურიცხავს, რათა მაქსიმალურად იყოს თავიდან აცილებული კორონავირუსის გავრცელება საქართველოში. – ინფორმაციას ამის შესახებ USAID ტვიტერის გვერდით ავრცელებს.
,,USAID” – ი 1 მილიონ დოლარზე მეტ წვლილს შეიტანს საქართველოს მხარდასაჭერად, გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის.
WHO და IFRC პარტნიორობით, ჩვენ გავაძლიერებთ ძალისხმევას COVID19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად,”_ ნათქვამია USAID-ის განცხადებაში.
საქართველოში კორონავირუსის 97 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 18 ადამიანი განიკურნა.