ლიეტუვაში, ნატოს რამდენიმე ათეული ჯარის კაცი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ერთი ინფიცირებულ ჰოლანდიელი ჯარისკაცი სახლში გაგზავნეს.
როგორც გამოცემა წერს, დაინფიცირებულთა შორის არის ერთი გერმანელი ჯარისკაცი და კიდევ 7 სახელმწიფოს წარმომადგენელი.
ალიანსის მიერ უკვე გამოითქვა შეშფოთება ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით.
ლიეუტუვას თავდაცვის სამინისტროს თქმით, მათ ჯარს არ აქვს კორონავირუსი, ხოლო უცხოელი ჯარისკაცები ლიტვისგან დამოუკიდებლად არიან განთავსებული.
ანდრიუს დილდა, ლიტვის თავდაცვის შტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი:
”ჯერჯერობით, რამდენადაც ვიცი, ყველა ინფიცირებულ სამხედრო მოსამსახურეს მსუბუქი დაავადება აქვს. როგორც ჩვენს სამხედრო ექიმებს, ასევე ნატოს ბატალიონის ექიმებსაც შეუძლიათ ამ ყველაფრის დამოუკიდებლად მოგვარება”.
კორონავირუსის გამო ალიანსი იძულებული გახდა დიდი წვრთნები გაეუქმებინა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.