გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ცამეტამდე გაიზარდა.
10 საეჭვო გაგზავნილი ნიმუშიდან ოთხის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ისინი ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ინფიცირებულ თანამშრომლებთან კონტაქტში მყოფი პირები არიან.
ამ დროისთვის, თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან 6 ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია, 4 – მათთან კონტაქტში მყოფი პირი, 3 ინფიცირებული კი, მოგზაურობის ისტორიით ჰოსპიტალში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.
13 ინფიცირებულიდან, ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ორ თანამშრომელს აღენიშნება პნევმონია, ასევე, პნევმონია და ცხელება აქვს 61 წლის კაცს.