პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
როგორც ტურძელაძე ამბობს, კლინიკაში 72 პაციენტი იმყოფება.
„ამ ორის გარდა, 70 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია და მათზე მიმდინარეობს მონიტორინგი და მკურნალობა. რაც შეეხება ორსულს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჩივილები არ აქვს“, – განაცხდა ტურძელაძემ.