რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალი, რომის ეპარქიის გენერალური ვიკარიუსი ანჯელო დე დონატისი კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, კარდინალს გარკვეული სიმპტომები გამოუვლინდა, მან ანალიზი ჩააბარა, რამაც დადებითი პასუხი აჩვენა.
კარდინალი საავადმყოფოშია გადაიყვანილი, სიცხე აქვს, თუმცა მისი ზოგადი მდგომარეობა კარგია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.