საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
„გუშინ მივიღეთ განმეორებითი უარყოფითი პასუხი და ეს პაციენტიც ჩვენი გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვს მიემატა“,_ განაცხადა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის ქვეყანაში 108 შემთხვევაა გამოვლენილი და გამოჯანმრთელებულია 21.