“ჰოკეის საუკეთესო ანტივირუსული საშუალებაა”, _ განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელმაც ჰოკეის მატჩში მიიღო მონაწილეობა ,ამის შესახებ ჩNN-ი წერს. „უმჯობესია ფეხზე მდგომი მოკვდე, ვიდრე მუხლებზე დაჩოქილმა იცხოვრო. აქ არანაირი ვირუსი არ არის. ეს მაცივარია, რომელიც საუკეთესოა ჯანმრთელობისთვის. სპორტზე უკეთესი არაფერია, განსაკუთრებით ყინულზე, რომელიც ნამდვილი ვირუსის საწინააღმდეგო წამალია“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელორუსის პრეზიდენტის თქმით კორონავირუსთან საბრძოლველად ასევე კარგია ტრადიციული აბანო და არაყი. „ერთხელ ვახსენე, რომ ხალხმა აბანოში უნდა იაროს სხვადასხვა ვირუსთან საბრძოლველად. მათ შორის COVID-19-თანაც. მასაც არ მოსწონს მაღალი ტემპერატურა და +60 გრადუს ცელსიუსზე კვდება. ეს ექსპერტებმა მითხრეს“, – ამბობს ლუკაშენკო სამუშაო არც შეჩერებულა, რადგან ლუკაშენკო შეშფოთებულია იმით, თუ როგორ ასწორებს კორონავირუსის რეაქცია გლობალურ ეკონომიკას. მისი თქმით, მან შთაგონება აღმოაჩინა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადებაში, რომ ჩოვიდ-19- ის განკურნება არ უნდა იყოს უარესი, ვიდრე თავად ვირუსი.
CNN – ს ინფორმაციით ბელორუსის პრეზიდ3ნტი შესფოთეულია, თუ როგორ ანგრევს კორონავირუსი გლობალურ ეკონომიკას და აღნიშნავს, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება შთამაგონებელია, სადაც ტრამპმა განაცხადა, რომ საწარმოებში დაუყონებლივ ხალხი თუ არ დაუბრუნდება მუშაობას, უმუშევრობა უფრო მეტ ამერიკელს დაღუპავს ვიდრე ,,COVID – 19″. ”ძალიან მომეწონა ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომელიც გასულ კვირას თაბაშირის ქარხანაში ვიზიტის დროს განაცხადა, მისი თქმით, თუ ჩვენ დაუყოვნებლივ არ დავბრუნდებით საწარმოებში და დავიწყებთ მუშაობას, მაშინ ბევრად მეტი ამერიკელი დაიღუპება უმუშევრობისგან, ვიდრე კორონავირუსისგან ”.
“ახლა თქვენ გესმით, რატომ არ დავხურე ქარხნები” – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ მუხედავად იმისა, რომ ბელარუსის ყველა მეზობელმა საზღვრები ჩაკეტა და ქვეყანაში დაინფიცირებულთა რიცხვი 100-ს აღწევს, ქვეყნის საზღვრები კი კვლავ ღიაა.
ამასთან, იქ სპორტული ღონისძიებები ჩვეულ რეჟიმში იმართება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.