პაკისტანმა ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალდებულების სიკვდილით დასჯის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ადვოკატის თქმით, ბრიტანელ აჰმედომარ საიდ შეიხს, რომელიც ციხეში 2002 წლიდან იმყოფება, სასჯელი შვიდი წლით შეუმცირდა.
მკვლელობაში სამი ბრალდებულს, კი რომლებსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, გაანთავისუფლეს.
ცნობისთვის, Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, პირლი, 2002 წლის იანვარში დაიკარგა.
ის იკვლევდა 2001 წელს ამერიკაზე ისლამისტ ბოევკთა თავდასხმას.
ერთი თვის შემდეგ ხელისუფლბამ განაცხადა, რომ ჟურნალისტი მოკლეს.
ცოტა ხნის შემდეგ შეიხი ანტიტერისტულმა სასამართლომ გაასამართლა, მაგრამ საქმესთან დაკავშირებით კითხვები დიდი ხანია არსებობს.
ამერიკელი ჟურნალისტების ჯგუფს, მათ შორის პირლის კოლეგებს, სჯეროდათ, რომ შეიხს მისთვის თავი არ მოუკვეთია.
ადვოკატის განცხადებით, მის კლიენტს მკვლელობის ბრალდება არ დაუდასტურდა, ამიტომ განაჩენი 7 წლით შეუმცირდა გატაცებისთვის.
„მას 18 წელი უკვე მოხდილი აქვს, ამიტომ დღე დღეზე გაანთავისუფლებენ“,_ თქვა მან.