სოციალურ ქსელ ფეისბუქში, ნეაპოლში მსახური ქართველი მღვდელი, მამა გაბრიელი წერს, რომ ამ დრომდე ეკლესია იტალიაში მცხოვრებ 930 ქართველს დაეხმარა და მათ საკვები პროდუქტები გადასცა.
„დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამის (გარმელია) კურთხევით, 2020 წლის 16 მარტიდან 1 აპრილამდე, ქალაქ ნეაპოლში დახმარება გაეწია 930 ადამიანს. თავიდან დახმარება დავიწყეთ ჩვენი ძალებით, შემდეგ დაგვეხმარნენ ნეაპოლის სამრევლოს წევრები, სულიერი შვილები…. რეჯო ემილიას და ბოლონიის სამრევლოებიდან, აგრეთვე, საქართველოდან…
გვერდში გვიდგას ჩვენი საელჩო იტალიაში, რომელიც გასული კვირიდან გვაფინანსებს.
დიდი მადლობა ყველას.“