წმინდად დაფქული ფქვილი
მიუხედავად იმისა, რომ წმინდად დაფქული უფრო ლამაზად გამოიყურება და უკიდურესად გათეთრებულია, უნდა იცოდეთ, რომ სწორედ ასეთ ფქვილს დაკარგული აქვს ყველა სასარგებლო თვისება. ვიტამინებისა და მიკროელემენტებისგან დაცლილია. მათ ნაცვლად კი ფუნთუშეულის დამზადებისას იხმარება ხელოვნური ვიტამინები, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისთვის მავნებელია, ამიტომ მოერიდეთ გარეთ პურ-ფუნთუშეულის ჭამას და როცა იყიდით ფქვილს, ჯობს, მსხვილად დაფქული იყიდოთ.
თეთრი, გაპრიალებული ბრინჯი
ჯანსაღი კვებისას ასეთი ბრინჯი სრულიად უნდა ამოვიღოთ რაციონიდან. გათეთრების პროცესში ბრინჯიდან იკარგება ყველა ის ღირებული ვიტამინი და მიკროელემენტი, რომელიც საჭიროა ჩვენი ორგანიზმისთვის. ჯობს საკვებად გამოვიყენოთ მხოლოდ ყავისფერი ბრინჯი.
შაქარი
შაქარი მზადდება შაქრის ჭარხლისა და შაქრის ლერწმისაგან. ტვინის ძირითადი საკვები კი შაქარია, მაგრამ არა საწარმოში დამზადებული, არამედ გლუკოზა – ყურძნის შაქარი.
სწრაფად მოსამზადებელი სუპები და მისი არომატები
ძალიან საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის, თუ მათ ყოველდღიურად მოიხმართ. რეგულარულად მათი გამოყენება იწვევს სიმსივნურ დაავადებებს.
ხორცის ნაწარმი
საუბარია ისეთ ნაწარმზე, რომლებიც დამუშავებულია სხვადასხვა სანელებლებით. რომ არაფერი ვთქვათ კონსერვანტებზე და საღებავებზე, ასე დამუშავებული ხორცი ინახება ძალიან დიდხანს და არ გვაძლევს ინფორმაციას, როდინდელია ანდა ვარგისიანია თუ არა საჭმელად. ამიტომ უნდა მოერიდოთ გაყინული ხორცითაც ნუ მოამზადებთ საჭმელს!