საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო ინფექციის დამარცხება კიდევ 3-მა ადამიანმა შეძლო.
Stopcov.ge-ზე გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 157-ია, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 31, მათ შორის გარდაცვლილი- 1. კარანტინის რეჟიმში – 5526 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.