ესპანეთში კორონავირუსის გავრცელების ტემპი უკვე მეორე დღეა იკლებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ქვეყანაში დღეის მდგომარეობით, დაბალია სიკვდილიანობის ფაქტები.
ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID 19-ს 809 ადამიანი ემსხვერპლა, წინა დღეს კი კორონავირუსის გამო 932 ადამიანი გარდაიცვალა.
ესპანეთში, კორონავირუსით სულ 11 744 ადამიანი გარდაიცვალა, 124 736 ადამიანი კი ინფიცირებულია.
გამოცემის ინფორმაციით, ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით საგანგებო რეჟიმი 26 აპრილამდე გახანგრძლივდა.