“უახლოეს კვირაში ძალიან ბევრი გარდაცვლილი გვეყოლება”, _ ამის შესახებ ვარაუდი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„დიდი ალბათობით, ეს და მომდევნო კვირა ყველაზე რთული იქნება. გვეყოლება ძალიან ბევრი გარდაცვლილი. ამის თქმის საფუძველს ვირუსის მთავარ კერებში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით გაკეთებული პროგნოზები მაძლევს“, – განაცხადა ტრამპმა.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 312 146 დაფიქსირდა. აქედან 8 499 გარდაიცვალა, 14 997 კი განიკურნა.