ლანჩხუთში ინიციატივით გამოდიან, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეს, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს პაატა იმნაძეს საპატიო ლანჩხუთელის წოდება მიენიჭოს.
,,ჩემი წინაადადებაა, ჩემო ლანჩხუთლებო, თუ გადავრჩით ცოცხალი და რაიმე არ დაგვემართა სამწუხარო, ჩვენი პაატა იმნაძე საპატიო ლანჩხუთელად ვაღიაროთ. ეს იქნება ჩვენი მცირედი საჩუქარი მისი დამსახურებისათვის ერის წინაშე და ჩვენი თავმოწონება იმით, რომ ეს უანგარო და თავდადებული ადამიანი, ჩვენი მუნიციპალიტეტის შვილია. დარწმუნებული ვარ ჩვენი ხელმძღვანელი ვისი პრეროგატივაც არის ეს თემა გულში თვითონაც ფიქრობს ამაზე და ოცნებობს ამ სიტუაციიდან ღირსეულად გამოძვრეს საქართველო, რომ მოვემზადოთ საერთო სიხარულის და მადლიერებისთვის. ამიტომ უნდა ვიყოთ კანონმორჩილი, რომ ხვალინდელი დღე გვქონდეს. ” – წერს ლანჩხუთის ყოფილი მოსამართლე და მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი მაგული კუნჭულია სოციალურ ქსელში.