აუცილებლობის შემთხვევაში სასაფლაოები გურიაშიც დაიკეტება. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ განუცხადა.
„ჯერ არ გვაქვს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ თუ აუცილებელი გახდება, მივიღებთ. როგორც სხვაგან ისევე გურიაში დაიკეტება სასაფლაოები “,_ განაცხადა ნასარაიამ.
აღდგომის და, განსაკუთრებით, მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში სასაფლაოების შესაძლო დახურვის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხდა.
სასაფლაოების დაკეტვა ხალხმრავლობის თავიდან არიდებას ისახავს მიზნად, რომ არ მოხდეს პანდემიის გავრცელება.
სასაფლაოების რამდენიმე დღით დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღეს იმერეთში.
როგორც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, სასაფლაოები ქუთაისში და ზესტაფონში დაიკეტება.