როგორც იცით, კორონავირუსის გამო აღდგომას შუხუთში ტრადიციული ლელო არ გაიმართება, თუმცა ბელარუსში ჩატარდება, სადაც ეპიდემიას შედარებით ნაკლებად უფრთხიან. ამის შესახებ ინფორმაცია rugger.info-მ გაავრცელა.
“დიდი ხანია გვინდოდა, ამ იდეისთვის ხორცი შეგვესხა. იმდენი დამიწერია და წამიკითხავს ამის შესახებ. ობიექტურ გარემოებათა გათვალისწინებით, ვერ გეტყვით, რამდენი მონაწილე შევიკრიბებით. ვფიქრობ, პირველ ჯერზე რაგბის მატჩის მონაწილეებზე მეტი არ ვიქნებით. თუმცა მე იდეა მომწონს, იმათაც კი, ვინც პირველად მიიღებს მსგავს გამოცდილებას. ასე რომ, ვიდრე სეზონი არ დაწყებულა, “კავკასიური უიქენდის” ბელოვეჟის ტევრში გამართვა გადავწყვიტეთ – ქართული სუფრით, თამაშებით, ტრადიციებით”, – განაცხადა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა კირილ მასლაკოვმა.
წყარო: sportall.ge