ოზურგეთის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მაია ქუტიძე სოციალური ქსელის მეშვეობით მოსახლეობას მიმართავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ოზურგეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, სიმართლეს, არ შეესაბამება.
“ჩემო ოზურგეთელებო, ჩვენს მუნიციპალიტეტში, ახალი კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა! ნუ ავყვებით ჭორებს! შევინარჩუნოთ სიმშვიდე, გავუფრთხილდეთ საკუთარ ნერვულ სისტემას და დავზოგავთ გვერდით მყოფებს ფსიქოემოციური დატვირთვისაგან!
მთავარია, გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რაც მოწოდებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან (ეწვიეთ ვებ გვერდს).
მოახლოებულია ყველა ქრისტიანისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაული, გვმართებს სიფრთხილე!
არ დაგვავიწყდეს სოციალური დისტანცირება ერთ-ერთი გზაა ვირუსის დასამარცხებლად. არ შევქმნათ ხალხმრავლობა. დიდი ხნის უნახავი მეგობრები, მეზობლები და ნათესავები მოვიკითხოთ დისტანციურად!
მიიღეთ გონივრული გადაწყვეტილება _ დარჩით სახლში!
გისურვებთ ჯანმრთელობას!“ _ წერს მაია ქუტიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ოზურგეთში თვითიზოლაციაში 13 ადამიანი რჩება.