პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა უწყებათაშორისი საბშოს ფარგლებში შექმნილ ანტიკრიზისულ ეკონომიკური ჯგუფის საქმიანობის შესახებ ისაუბრა.
„როგორც პრემიერ-მინისტრმა დაანონსა, უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში შეიქმნა ანტიკრიზიული ეკონომიკური ჯგუფი, რომლის ფარგლებში ყოველდღიურ რეჟიმში, საბჭოს წევრები ვიკრიბებით დისტანციურად, იმისთვის რომ როგორც კრიზისის დროს, ასევე პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შემუშავება მოხდეს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ პროგრამის დაფარვის სფერო იქნება ძალიან დიდი, დაწყებული ინდივიდების ინტერესებიდან, ასევე ბიზნესისა და თავად ბიუჯეტის უსაფრთხოების დაცვა. ეს არის ის საკითხები, რომელზეც ჯგუფის მუშაობის პროცესში ვმსჯელობთ. უახლოეს დღეებშ პრემიერ-მინისტრი და მთავრობა წარმოადგენს პროგრამის შინაარსს. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო რომ წლის ბოლომდე ჩვენი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით მოხდება 3 მილიარდი აშშ-ის დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების მობილიზება, რაც უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ გადავაზღვიოთ ყველა რისკები”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.