ყველაზე ჯიუტი და მტკიცე ზოდიაქოს ნიშანი კუროა.
კუროები გადაწყვეტილების მიღებამდე დიდხანს ფიქრობენ. მათ არ უყვართ, როდესაც მათ მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაში სხვა ერევა და ცდილობს მას ცოტათი მაინც აზრი შეაცვლევინონ.
როცა კუროები იღებენ გადაწყვეტილებას, ისინი დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ მათი მდგომარეობა აუცილებლად იქნება სტაბილური და დაცული. ისინი არიან პასუხისმგებლიანები და ვალდებულების აღებისას აუცილებლად უნდა გრძნობდნენ თავს კომფორტულად.
კუროებთან ურთიერთობისას თქვენ გმართებთ გამოიჩინოთ სიფრთხილე და მოთმინება. მას თქვენი აზრები ზედმეტად არ უნდა მოახვიოთ, ვინაიდან კურო ძალიან ჯიუტია და მეორეც – ის სერიოზულ გადაწყვეტილებას დიდი სიფრთხილით ეკიდება.