იაპონიის ხელისუფლებამ სექს-მუშაკებს ფინანსური დახმარება შესთავაზა, რომლებიც ქვეყნის სხვა მოქალაქეების მსგავსად, კორონავირუსის გამო ფინანსური ზარალი მიადგათ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის ასანაზღაურებლად იაპონიის ხელისუფლებამ ეკონომიკური სტიმულირების 108 მილიონი იენის (989 დოლარის) პაკეტი მიიღო. დახმარების განცხადების შევსება სექს-მუშაკებსაც შეუძლიათ შეავსონ, თუმცა, ამისთვის, მათ მთავრობის მიერ წაყენებული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ.
იპონელი სექსმუშაკის, პირობითად ,,მიკას“ განცხადებით, კორონავირუსის გამო ადამიანები უმუშევარი დარჩნენ, რომლის გამო სექს-მუშაკები შიმშილით კვდება. ასევე, ისინი აცხადებენ, რომ ჯერ ხელისუფლებას არ უთქვამს, რომ დახმარებას ყველა მიიღებს. მათი თქმით, ბევრი სექს-მუშაკი შემოსავლის დაკარგვას, ოფიციალურად ვერ დაასტურებს, ვინაიდან ანგარიშსწორება ხშირად ნაღდი ფულით ხდება.
,,სექს-მუშაკებს, ყოვლდღიურად სამი-ოთხი კლიენტი ჰყავდა, კორონავირუსის პანდემიამ კი დიდი დარტყმა მოგვაყენა, რადგან ადამიანები სახლში რჩება, მჭიდრო კონტაქტს თავს არიდებენ, ჩვენ კი კლიენტების გარეშე დავრჩით.
ხელისუფლებამ განაცხადა დახმარების შესახებ, თუმცა არ უთქვამთ ყველა სექს-მუშაკი მიიღებს თუ არა ფინანსურ დახმარებას. ყველას არ შეუძლია შემოსავლების დადასტურება, რადგან ხშირ შემთხევაში ანაზღაურება ნაღდი ანგარიშსწორებით ხდებოდა“,_ აცხადებს სექს-მუშაკი.
მიკას თქმით, ნასესხები ფულით ცხოვროვბს და ცდილობს სხვა სამსახურის შოვნას.
,,არ მაქვს დანაზოგი, არც სხვა შემოსავალი. ნასესხები ფულით ვცხოვრობ და ვეძებ სხვა სამსახურს, მაგრამ ეკონომიკური კრიზისი გამო არავის ავყავარ სამუშაოდ. არ შემიძლია ქირის გადახდა, არც ძირითად საჭიროებების ყიდვა, ვერ ვიხდი მიმდინარე დავალაინებასაც. ნებისმიერ სამსახურში ვიმუშავებ, რომ საცხოვრებელი ქირა გადავიხადო, რადგან ძალიან მეშინია, არ ვიცი როგორ შეიძლება გადავრჩე“,_ აცხადებს მიკა.
ჯონ ჰოკინსის უნივერსიტეტის მონაცენებით, იპონიაში, კორონავირუსით ინფიცირების 10 979 შემთხვევა დაფიქსირდა, 236 ადამიანი კი გარდაიცვალა.