ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი აცხადებს, კორონავირუსის გამო უარესი ჯერ კიდევ წინ არის.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შერბილება პანდემიის დასრულებას არ ნიშნავს.
მისი თქმით, ქვეყნებმა, სადაც შემზღუდავი ზომების შერბილება იგეგმება, ეს ფრთხილად და ეტაპობრივად უნდა გააკეთონ. ამასთან, მან თითოეულ სახელმწიფოს მოუწოდა, უზრუნველყონ დაავადების თითოეული შემთხვევის გამოვლინება, ტესტირება, იზოლირება და მკურნალობა.
“დაგვიჯერეთ, უარესი ჯერ კიდევ წინ არის, მოდით, თავიდან ავიცილოთ ეს ტრაგედია. ბევრი ადამიანი, უბრალოდ, ვერც კი ხვდება, ეს რა ვირუსია”, _ აცხადებს ჯანმოს დირექტორი.