კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად დაწესებული შეზღუდვები თანდათან უნდა მოიხსნას და თუ ეს ასე არ მოხდება, ინფექცია აღორძინდება_ ამის შესახებ განცხადება Reuters-ის ინფორმაციით, ჯანმოს წყნარი ოკეანის რეგიონულმა დირექტორმა, ტაკეში კასაიმ გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ ჩვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობის სისტემა პანდემიასთან უნდა ადაპტირდეს.
„ვაქცინამდე ან ძალიან ეფექტურ მკურნალობამდე, ეს პროცესი საჭიროა გახდეს ნორმალური ჩვენთვის.“
ხელისუფლებები შეზღუდვის შემცირების ზომებზე მსჯელობენ და ეს უნდა გააკეთონ ფრთხილად და ეტაობრივად, გააგრძელონ ეპიდსიტუაციის მონიტორინგი.
ვიდრე კორონავირუსი ცირკულირებს, არცერთი ქვეყანა არ არის დაცული პოტენციური გამწვავებისგან.
„პირები და საზოგადოება უნდა იყვნენ მზად ახალი ცხოვრების წესისთვის“,_ თქვა მან.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონი ნაკლებად დაზარალდა ეპიდემიისგან ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა, იაპონია და სინგაპური, ან სხვა ქვეყნები სადაც ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება.
კასაიმ ასევე აღნიშნა, რომ ეპიდემიამ არ უნდა შეუშალოს ხელი სხვა დაავადებების ვაქცინაციის პროგრამებს, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგიონი ახალი კრიზისის წინასე აღმოჩნდება, რადგან ჯანდაცვის სისტემა უკვე დაძაბულია.