ირანი ამერიკის შეერთებული შტატების საომარ გემებს გაანადგურებს, თუ ისინი ყურეში უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნიან_ ამის შესახებ განცხადება ირანის ელიტარული რევოლუციის გვარდიის ხელმძღვანელმა გააკეთა.
Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაფრთხილება, რომ თეირანი აშშ-ს გემებს ავიწოროებს.
„ვუბრძანე ჩვენს საზღვაო ძალებს გაანადგურონ ნებისმიერი ამერიკული ტერორისტული ძალა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ირანის სამხედრო ან არა სამხედრო გემებს“,_ განაცხადა გენერალ-მაიორმა ჰოსეინ სალამიმ.
მან აღნიშნა, რომ სპარსეთის ყურის უსაფრთხოება ირანის სტრატეგიული პრიორიტეტების ნაწილია.
ცნობისთვის, ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ს საზღვაო ძალები ცეცხლს გაუხსნიან ნებისმიერ ირანულ გემს,რომელიც მას ზღვაზე შეავიწროებს, მაგრამ შემდეგ თქვა, რომ არ ცვლის სამხედრო ჩართულობის წესს.
ამ თვის დასაწყისში, აშშ-ს სამხედროებმა განაცხადეს, რომ ირანის სანაპირო დაცვის გემები მიუახლოვდნენ ყურეში და მათ ნაბიჯებს სახიფათო და პროვოკაციული უწოდეს.
ინციდენტში თეირანმა თავისი დიდი ხნის მოწინააღმდეგე დაადანაშაულა.
ხუთშაბათს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თეირანში შვეიცარიის ელჩი მიიწვია, რომელიც ქვეყანაში აშშ-ს ინტერესებს წარმოადგენს, თეირანსა და ვაშინგოტნს შორის ბოლო დაძაბულობის გამო.
„ამერიკელებმა ჩვენი ძალა წარსულში განიცადეს და ამისგან უნდა ისწავლონ“,_ განაცხადა სალამიმ.