ის ადამიანები, ვინც სამსახური დაკარგა, დაქირავებით დასაქმებული პირები – 6 თვის განმავლობაში 1200 ლარს მიიღებენ, თვეში 200 ლარს. ამის შესახებ პრემიერმა განაცხადა.
დახმარებით სარგებობას 350 000 მოქალაქე შეძლებს.
ის კომპანიები, ვინც სამუშაოს შენრჩუნებას შეძლებენ 6 თვის განმავლობაში ასევე მიიღებენ დახმარების სახით 750 ლარს კომუნალურების დასაფარად.
ის პირები ვინც თვითდასაქმებულები იყვნენ, ერთჯერადი დახმარება გაეწევათ 300 ლარის ოდენობით.
დახმარებას სახელწიფოდან მიიღებენ ასევე ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულაც დაბალია, დახმარებას სახელმწიფო გაუწევს ასევე მრავლშვილიან ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულაც ასევე დაბალია.
გარდა ამისა, შშმ პირები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებიც ისარგებლებენ დახმარებით.