„ადგილობრივი წარმოების განვითარება უკიდურესად მნიშვნელოვანი ხდება“,_ ამის შესახებ გახარიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ფერმერებს პირდაპირ გრანტით დაეხმარება.
“მიკროსაგრანტო პროგრამა სახელმწიფომ დაიწყო რამდენიმე წლის წინ და დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ ზღვარი აგვეწია 30 000 ლარამდე და პორტფელი გაგვეზარდა 40 000-მდე.
სოფლის მეურნეობის კუთხით მნიშვნელოვანი ხდება პირველადი სასურსათო პროდუქტების წარმოება, ბაზის შექმნა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატიივით, სახელმწიფომ 50 000 ლარი გამოყო აგროკრედიტისთვის”,_ განაცხადა საქართველოს პრემიერმა.