საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ, ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, თუმცა, ჯერ კიდევ უცნობია, როდის აღდგება მუნიციპალური ტრანსორტის მოძრაობა ან მოქალაქეები როდიდან შეძლებენ გეგმიური სამედიცინო მომსახურების მიღებას.
„აქ არ არის მუნიციპალური ტრანსპორტი, გეგმიური სამედიცინო მომსახურება. ეს ის საქმიანობებია, რომლის მიბმაც რომელიმე ეტაპთან იქნებოდა უკიდურესად სუბიექტური. ეს ის საქმიანობებია, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ვირუსის სწრაფ გავრცელებასთან და ეს ის საქმიანობებია, რომლის ჩაბმაც შეგვიძლია ეტაპობრივად და გეოგრაფიული დაყოფის თვალსაზრისიც გავითვალისწინოთ“,_ განაცხდა პრემიერმა.