გამოიწვია თუ არა საქართველომ ელჩი უკრაინიდან _ ამ კითხვით “გურია ნიუსმა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს მიმართა.
“არ გიდასტურებთ ამ ინფორმაციას. არანაირი გამოწვევა არ ყოფილა“, – გვითხრეს სამინისტროში.
უკრაინიდან ელჩის გამოწვევის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “მთავარი არხი“ ავრცელებს. ეს კი მას შემდეგ მოხდა, როდესაც უკრაინის ლიდერმა, ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.