„5 წელია, ვაწარმოებთ ცე ჰეპატიტის აგრესიულ ტესტირებას, მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ნახევარზე მეტია ჯერ გამოკვლეული და არა მთელი მოსახლეობა – ახლა კოვიდზე ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ აგრესიული ტესტირებით მთელ მოსახლეობას გამოვიკვლევთ, ან – ნახევარს“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „რაც მეტი ადამიანი იქნება გატესტილი, უკეთესია, მაგრამ იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მასობრივი, აგრესიული ტესტირება ტარდება, 8-10 პროცენტია სულ გამოკვლეული და ეს არის მოსახლეობის მაინც მცირე ნაწილი, 90 პროცენტი მაინც გამოკვლევის გარეშე რჩება“.
„რაც თქვენ ბრძანეთ, რომ გამოუვლენელი შემთხვევა ხომ არ იქნება, ეს მაინც დარჩება, ჩვენ 5 წელია, ვაწარმოებთ ცე ჰეპატიტის აგრესიულ ტესტირებას, ექიმები კარდაკარ დადიან სოფლებში და იხვეწებიან, ჩაიტარონ ტესტირება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ჩივილები საერთოდ არ ჰქონდეთ.
მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ნახევარზე მეტია ჯერ გამოკვლეული და არა მთელი მოსახლეობა – ახლა კოვიდზე ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ აგრესიული ტესტირებით მთელ მოსახლეობას გამოვიკვლევთ, ან – ნახევარს. გერმანიამ ათ პროცენტზე მეტი ვერ გამოიკვლია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.