ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის და მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებლად რეგისტრაცია 30 აპრილს სრულდება. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
„შეგახსენებთ,რომ იწურება რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთოს ამაგისტრო გამოცდისათვის,სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის და მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებლად – მსურველები რეგისტრაციას 30 აპრილის 18:00 საათის შემდეგ ვეღარ შეძლებენ.
აქვეგაცნობებთ, რომ 2020 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეიცვალა ფორმა №100 – ის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარდგენის ვადა. თუ აპლიკანტს გამოცდაზე ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და მან რეგისტრაციისას მონიშნა ან მონიშნავს შესაბამის გრაფას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა ცენტრში 30 აპრილის 18:00 საათის ნაცვლად, 1 ივნისის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინოს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარების გეგმაზე და კოორდინაციაშია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებას და გამოქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.naec.ge
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ღია კარის დღეების ონლაინ რეჟიმში გამართვას აგრძელებს და აბიტურიენტებს ყველა კითხვაზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეუძლიათ. ასევე 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი“,_ ნათქვამია ინფორმაციაში.