უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის წარდგინება გამოიწვია _ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ფრაქციაში _ „სლუგა ნაროდა“ დაიბლოკა.
საკმარისი ხმები ვერ მოგროვდა იმიტომ, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ სააკაშვილს მხარი საჯაროდ არ დაუჭირა. ჯერ კიდევ შესაძლოა, რაიმე შეიცვალოს, რადგან ზელენსკი ემოციებშია, მაგრამ ამის შანსი ნაკლებია _ პრეზიდენტის ოფისმა ფარ-ხმალი დაყარა.
პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მაგივრად ხმების შეგროვებაზე ფრაქციის _ „სლუგა ნაროდა“ ხელმძღვანელი დავით არახამია მუშაობდა _ ესე იგი, მომლაპარაკებლის სტატუსი უფრო დაბალი გახდა.
შეუძლია თუ არა ზელენსკის, მაინც დანიშნოს სააკაშვილი ვიცე-პრემიერად? რასაკვირველია, კი, მაგრამ ამისთვის მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და შეასრულოს ფრაქციის გავლენიანი ჯგუფის ყველა მოთხოვნა. ასეთი მასშტაბის გაცვლაზე ზელენსკის არ უფიქრია და როცა მხარდაჭერის სანაცვლოდ ფრაქციის წევრებმა საკუთარი მოთხოვნები წამოაყენეს, პრეზიდენტის ოფისმა საკითხის მაღალ ფასზე ფიქრი დაიწყო.
ოფისი იმასაც ფიქრობს, რომ სააკაშვილთან მოლაპარაკებების ჩაშლა, შესაძლოა, სკანდალით, დამთავრდეს, ამიტომ მსჯელობს, რა შესთავაზოს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ვიცე-პრემიერობის სანაცვლოდ.
ამ დროისთვის განიხილება სააკაშვილის წარდგენა ოდესის მერის არჩევნებზე პარტიიდან „სლუგა ნაროდა“, თანაც ხელისუფლების როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური მხარდაჭერით.
როგორც სააკაშვილის ვიცე-პრემიერობის საკითხი ჩავარდა, ისევე ჩავარდა სააკაშვილის მეგობრის _ დავით საყვარელიძის დანიშვნა გამოძიების სახელმწიფო ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე. არადა, საყვარელიძის ამ პოსტზე ხილვა თავად ზელენსკიმ ისურვა საკუთარი გუნდის ფართო წრეში. თუმცა, სიტყვები სიტყვებად დარჩა და დავითს არავინ შეხმიანებია.
ეს ფარსი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ზელენსკი ინსტაგრამული აზროვნების პოლიტიკაში რჩება _ ინიციატივები მხოლოდ გარეგნული ეფექტის და რეზონანსის გამო გამოიტყორცნება.
ზელენსკის არასდროს უთქვამს, კონკრეტულად რა რეფორმები უნდა გაეტარებინა სააკაშვილის ხელით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს დანიშვნა იყო არა გზა რეფორმებისკენ, არამედ მედიათამაში.
სამწუხაროა, რომ ზელენსკი არ იბრძვის გავლენების მოსაპოვებლად და ეს გავლენები ნელ-ნელა მისი გუნდის ხელში გადადის, ეს გუნდი კი უფრო და უფრო იშლება სხვადასხვა კონკურენტ ბანაკებად.