ექსპერიმენტმა, რომელიც ცოტა ხნის წინ გერმანიაში ჩატარდა, აჩვენა, რომ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ალკოჰოლური სასმელის რიგითობას. მას ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია ნაბახუსევზე.
უფრო მეტიც, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ძლიერ ნაბახუსევს ვერ იწინასწარმეტყველებ ვერც სხეულის წონით და ვერც ალკოჰოლის მიღების გამოცდილებით.
ექპერიმენტში მონაწილეობდა 90 მოხალისე, რომელიც სამ ჯგუფად დაყვეს.
პირველმა ჯგუფმა ჯერ დალია 2, 5 პინტი ლუდი, შემდეგ კი ოთხი დიდი კათხა ღვინო. მეორე ჯგუფმა პირიქით – ჯერ ღვინო და შემდეგ ლუდი. ხოლო მესამე, საკონტროლო ჯგუფს მხოლოდ ერთი სახეობის ალკოჰოლი მისცეს.
ერთი კვირის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებმა ადგილები გაცვალეს, ხოლო საკონტროლო ჯგუფი ალტერნატიულ სასმელებზე გადაერთო. ამ ხნის განმავლობაში მედიკოსები ყოველ მონაწილეს დღე და ღამე აკონტროლებდნენ, ხოლო ექსპერიმენტის მონაწილეები ავსებდნენ ანკეტას, სადაც აფასებდნენ ნაბახუსევის სიმძიმეს.
კიდევ ერთი მტკიცებულება წარმოადგინეს ბრიტანელმა მეცნიერებმა. ისინი ირწმუნებიან, რომ ნაბახუსევს საერთოდ არაფერი შველის, ხოლო ცხელი წვნიანი, მაგარი ყავა, წყალი, წამალი და ა.შ. ეს არის ყველაფერი მითი და თავის მოტყუება. მეორე დღეს დასუსტებული იმუნიტეტი თავად ერევა ნაბახუსევს და ორგანიზმიც ნელ-ნელა კალაპოტში დგება.