ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კვლავ გასვლითი ფორმით მიმდინარეობს, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში.
დეპუტატები, ყველა დამსწრე პირი დარბაზში პირბადითა და დისტანცირებულად სხედან. რადგან 30 აპრილი თავდაცვის ძალების დღეა, სხდომა დაიწყო წუთიერი დუმილით – საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ საგანგებოდ მიმართა ყველა ჯარისკაცსა და ვეტერანს, მიულოცა ეს დღე და დეპუტატებს მოუწოდა, წუთიერი დუმილით დაღუპული სამხედროების, ჩვენი გმირების ხსოვნისთვის პატივი მიეგოთ.
გმირებისადმი პატივისცემის ჟესტის შემდეგ, საკრებულო დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხის განხილვას შეუდგა. ამ წუთებში განიხილავენ 2019 წლის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს.