მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველ მეზღვაურების, გასათავისუფლებად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ.
„გემთფლობელმა უკვე დაიქირავა კრიზისების მართვის ჯგუფი, რომელიც მუშაობს მეზღვაურებთან დაკავშირებით. ინტენსიურად არის ჩართული როგორც სააგენტო, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო და დიპლომატიური უწყებები. რაც შეეხება გემზე დარჩენილ ოთხ ქართველ მეზღვაურს, ისინი დღეს შევლენ ლომეს პორტში და დაიწყება დაბრუნების პროცედურა. მოგეხსენებათ, მეზღვაურების როტაცია მსოფლიოში შეფერხებულია, ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, ვინც ამ პერიოდში მოვახერხეთ მეზღვაურების დაბრუნება და ამ ოთხის დაბრუნებაზეც მიმდინარეობს მუშაობა, ოღონდ ამ პროცესს სჭირდება განსაკუთრებული ორგანიზება“, – განაცხადა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, თამარ იოსელიანმა.