HUMAN RIGHTS WATCH-ის ინფორმაციით, COVID 19-მა სექსმუშაკებს ახალი პრობლემები შეუქმნა. სტრიპტიზ კლუბების დახურვა და კლიენტების კლება მათ გადარჩენისთვის ბრძოლას აიძულებს.
ევროპის ბევრ ქვეყანაში სექსუალური საქმიანობა პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით კრიმინალიზებულია ისეთი იურიდიული სისტემით, როგორიცაა „სკანდინავიური მოდელი“, რაც სექსის ყიდვას უკანონოს ხდის.
სექსმუშაკები, რომლებიც მუშაობენ არფორმალურად, გადაუდებელი დახმარების მიღმა აღმოჩნდნენ.
ICRSWE-ს ახალ კვლევაში აღნიშნულია, რომ სექსმუშაკები ეკონომიკის კიდეებზე ცხოვრობენ, აქვთ ნაკლები დანაზოგი და მხარდაჭერა მთავრობისგან.
ისინი იშვიათად სარგებლობენ პანდემიაზე რეაგირების და გამოჯანმრთელების გეგმით.
სექსმუშაკები ხშირად არიან ჯგუფებიდნ, რომლებიც უკვე ეკონომიკიურად და სოციალურად მარგინიზებულები არიან, მაგალითად უსაბუთო მიგრანტები, ფერადკანიანი ხალხი, ლგბტ ადამიანები, ზოგიერთი მათგანი ჰომოფობიის გამო გააძევეს ოჯახებიდან.
მათთვის სექსუალური საქმიანობა შეიძლება ცუდი ვარიანტი იყოს.
The ICRSWE-ს კვლევა ასევე პროგნოზირებს, რომ მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ შესაძლოა ამ სფეროში ბევრი ადამიანი ჩააბას.
ანგარიში ევროპის ქვეყნების ხელისუფლებებს მოუწოდებს დაუყონებლივ გასცენ მორატორიუმები რეიდებზე, სექსმუშაკების დაპატიმრებებზე, უზრუნველყონ მათი ფინანსური დახმარება.
გრძელვადიან პერსექტივაში, როგორც ორგანიზაცია The ICRSWE ამტკიცებს, მთავრობებმა კონსულტაციები უნდა ჩაატარონ სექსმუშაკების წარმომადგნლებთან, რომ შეიქმნას ჩარჩო, რომელიც პტივს სცემს მათ, როგორც ადამიანის უფლებებს და გააუმჯობესებს მათ უსაფრთხოებას და სამუშაო პირობებს.