საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში მდებარე საკალმახე მეურნეობა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში არსებული ნაბეღლავის ქარხანა, ეს ის ობიექტებია, რომლებსაც პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მუშაობის პროცესი არ შეუჩერებია.
ყოველდღიურად მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, თანამშრომლებს შორის დაცულია სოციალური დისტანცია და მკაცრად ხდება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა. კომპანია “წყალი მარგებელის” საწარმო მთლიანად შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს, იგი გურიის უმსხვილეს საწარმოს წარმოადგენს და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს. მრავალპროფილური უალკოჰოლო სასმელების ქარხანა მინერალური წყლის “ნაბეღლავისა” და წყაროს წყალ “ბახმარო”- სთან ერთად, ავსტრიული კომპანია „რაუხთან“ თანამშრომლობით სხვადასხვა უალკოჰოლო სასმელს აწარმოებს. ნაბეღლავის პროდუქცია ექსპორტზე მრავალ ქვეყანაში გადის. პროექტი ავსტრიელ და შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად, EBRD-ის მხარდაჭერით განხორციელდა. მასში 40 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო. სოფელ ნაბეღლავში სს „წყალი მარგებლის“ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა 2017 წელს გაიხსნა, დასაქმებულია 150 ადამიანი. დღეის მონაცემებით, საკალმახე მეურნეობაში 59 მოქმედი აუზია, რომელიც 7 ჰა-ზეა გაშენებული. მეურნეობაში წლიურად 250 ტონა კალმახს და 3 ტონა ხიზილალას აწარმოებენ, დასაქმებულია 40 ადგილობრივი. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე, იგზავნება დედაქალაქსა და რეგიონებში. მომხმარებლამდე მიტანილი ხარისხიანი პროდუქტი, გაფართოებული ბიზნესი და დასაქმებული სოფელი აი ეს არის ვაკიჯვრის საკალმახე მეურნეობის ძირითადი მიზანი. როგორც საკალმახეს დირექტორმა ოთარ ჩხარტიშვილმა აღნიშნა, გეგმავს მეურნეობის გაფართოებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. უნდა სახელმწიფო პროგრამებით კვლავ სარგებლობა, რათა ადგილზე მოხდეს პროდუქციის დაფასოებაც. ვაკიჯვრის საკალმახე მეურნეობა 2006 წლიდან ფუნქციონირებს და წლებია, რაც უკვე მაღაზიათა ქსელის “ნიკორას” ერთერთი შვილობილი კომპანიაა. 2014 წელს მეურნეობაში 4 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო, საიდანაც 1 300 000 ლარი კომპანიამ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში მიიღო და საკალმახე მეურნეობაში 33 ახალი აუზი ააშენა. საწარმოო პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, რწმუნებულის პირველი მოადგილე აკაკი შენგელია და ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა ადგილზე გაეცნენ.