სამტრედიის მუნიციპალიტეტს დიდი სამამულო ომის 4 ვეტერანი ჰყავს. მათგან ყველაზე უფროსს, გომის თემში მცხოვრებ გრიგოლ ჩაჩუას 3 მაისს 100 წელი შეუსრულდა.
მას და ქალაქში მცხოვრებ, 99 წლის ანა თავაძეს, სოფელ ნაბაკევის მკვიდრ, 97 წლის ალექსანდრა ჯულუხიძეს და ნინუაკუთხელ 96 წლის რევაზ კანდელაკს 9 მაისისთვის, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავის აღსანიშნავად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1000-1000 ლარი ჩაერიცხება.