დიმიტრი ბარამიძე ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გიტარის შემსწავლელთა წრეს ხელმძღვანელობს.
საყოველთაო კარანტინის ფარგლებში, დიმიკო მასწავლებელი ისევ აგრძელებს წრის მოსწავლეებთან ინდივიდუალურ და ჯგუფურ მეცადინეობებს. წრის ონლაინგაკვეთილის ამსახველ ფოტოს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი აქვეყნებს.