ინდონეზიაში მაიმუნმა, რომელიც პატარა ველოსიპედს მართავდა, ბავშვს ხელი დაავლო და მოტაცების მიზნით ქუჩაში ათრია, თუმცა, ხალხის ყვირილი შეეშინდა და გაიქცა.
როგორც Indozone.id იუწყება, ბავშვს მომხდარის შედეგად სახეზე ნაკაწრები აქვს.
ვიდეომ სოციალურ ქსელში უამრავი კითხვა გამოიწვია.
მომხდარს სოციალურ ქსელ თვითერში კალათბურთელი რექს ჩეპმენიც გამოეხმაურა:
„არ მახსოვს, ბოლოს როდის ვნახე, ველოსიპედიან მაიმუნს ბავშვის მოტაცება ეცადოს“.