ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 6 ახალი პაციენტიდან 2 ბოლნისის წყაროა, 2 ზუგდიდის და 2 არის საკარანტინო სივრციდან.
ეზუგბაიას განცხადებითვე, გუშინ იყო 604 დადასტურებული შემთხვევა, დღეს დაემატა 6 შემთხვევა და გახდა 610. ასევე, 29 გამოჯანმრთელებული შემთხვევა დაემატა და გახდა 269 გამოჯანმრთელებული.