აჭარის მთავრობის თავმჯომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ტურისტები, მათივე უსაფრთხოხებიდან გამომდინარე, დისტანციას დაიცავენ, ხოლო რბილის ზედამხედველობის ფარგლებში ამაზე დაკვირვება მოხდება.
„ინფექციონისტების პროფესიული მოსაზრების მიხედვით, ზღვის წყალი არ არის ვირუსის გადამტანი, ეს ძალიან საიმედო პროგნოზია. რაც შეეხება დისტანციას, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები, ასევე ტურისტები, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შეეცდებიან დისტანციის დაცვას. რბილი ზედამხედველობის ფარგლებში ამას დავაკვირდებით“, – აღნიშნა რიჟვაძემ.