საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, კორონავირუსით სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს სულ 13 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო საქართველოს 45 მოქალაქე დაინფიცირდა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 2020 წლის იანვარში კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოცხადდა, მარტში კი პანდემიად.