იტალიის, ქალაქ გრავინა ინ პულიაში, პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალზე ქუთაისის ერთ-ერთი უბნის სახელი ,,ზაოდი“ მიაწერეს. წარწერის ამსახველი ფოტო ფეისბუქში ქალაქის მერმა ალესიო ვალენტემ გამოაქვეყნა.
გრავინა ინ პულიას მერი აღნიშნული წარწერის გამკეთებლების დასჯას მოითხოვს.
,,ჩვეულებრივი იდიოტები, მათ არც ხელოვნება აქვთ, არც სამშობლო. წუხელ საღამოს ისინი ომის მემორიალს თავს დაესხნენენ. მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც თავიანთი თავი გაწირეს და ამ იდიოტებს თავისუფალ სამყაროში ცხოვრების შესაძლებლობა მისცეს.
ჩვენ პოლიციას შევატყობინეთ და იმედია პოლიცია იპოვის ამის გამკეთებელ პირებს. ვთხოვ მათ, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ჩაერთონ.
იმედია მათ, ესმით რამდენად საშინელებაა მათი ქმედება, მოინანიებენ და ექნებათ იმის გამბედაობა, რომ თავად გამოასწორონ. ნებისმიერ შემთხვევაში, გპირდებით, რომ ამაღამ ყველაზე გვიან, ხვალ, მუნიციპალიტეტის მიერ მომორიალი წარწერისგან გაიწმინდება“ – წერს ქალაქის მერი.
მერის პოსტს იტალიაში მცხოვრები ქართველები გამოეხმაურნენ, რომლებმაც გამოქვეყნებული ფოტოს გამო ბოდიში მოიხადეს ვანდალიზმის გამო და მუნიციპალიტეტს წარწერის წაშლაში დახმარება შესთავაზეს.