საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის თანამშრომლებმა დღეს კოვიდ-19-ის კვლევაზე 31 ნიმუში აიღეს.
,,გურია ნიუსთან” საუბარში ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა თევზაძემ იმ სავალდებულო ტესტირებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც გარკვეული ჯგუფებისთვის კოვიდ-19-ზე გამოკვლევას აუცილებელს ხდის.
,,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა კოვიდ-19-ზე სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პირთა ნუსხა. დღეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და კატასტროფის ბრიგადის 31 თანამშრომლის ნიმუში ავიღეთ და გადავაგზავნეთ შემდეგი კვლევისთვის იმერეთის ზონალურ ლაბორატორიაში. ველოდებით პასუხებს.”
მარინა თევზაძის შეფასებით, მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდსიტუაცია დამაკმაყოფილებელია. ჯეო ჰოსპიტალსის ბაზაზე არსებულ ცხელების ზონიდან დღეს გადაგზავნილია 4 ნიმუში. წინა დღეებში უარყოფითი პასუხები მოვიდა. დღევანდელი ინფორმაციით სამტრედიაში, თვითიზოლაციაში მხოლოდ ერთი პირი რჩება.