საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ავიარეისი ბერლინიდან განხორციელდება.
მისი თქმით, ამ რეისით საქართველოში 180-მდე მგზავრი ჩამოვა, მათ შორის ონკოლოგიური პაციენტები, არასრულწლოვნები, ხანდაზმული პირები, სტუდენტები და ტრანზიტული მგზავრები.
8 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 19,607 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – ორგანიზებულად დაბრუნდა 10,115 მოქალაქე.
უკვე შესრულებული ავიარეისების გარდა, მაისში საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად დაგეგმილია შემდეგი რეისების განხორციელება:
12 მაისი – ლონდონი-თბილისი;
15 მაისი – ამსტერდამი-თბილისი;
18 მაისი – ლარნაკა-თბილისი;
20 მაისი – ათენი-თბილისი;
22 მაისი – რომი-თბილისი.