_კორონამ მიწა მანდამაინც ვერავის მიაყარა ჩვენში, განსაკუთრებით გურიაში, მარა მიწისკენ ბევრს უქნა პირი სამუშაოდ. გადეირია ხალხი, ხის ფოთოლსაც არ ტიებენ უყაში და შინ მიაქარჩალებენ , აგერ, ა, „ტყე“ ტრაქტორით მიაქვთ სახლში, სა ნახავთ ამფერ ქარავანს, _ ასეთი საუბრის მოსმენა და სურათის ნახვა არ გაგიჭირდებათ ამ დღეებში, გურია-აჭარის საზღვარზე მდებარე, „ძმობილი“ სოფლების, ჭანიეთის და ქაქუთის მცხოვრებლებს შორის, რომლბიც გვერდი-გვერდ მდებარე სავარგულებში გაათმაგებული ძალისხმევით შრომობენ და ერთმანეთისთვის არც მეგობრულ იუმორსა და ქილიკს იშურებენ.
_იცინეთ, იცინეთ, მე ამ ჟვეროსაც გამევიყენებ, გავკაფავ, ჩალპება, სასუქი იქნება, ფოჩხი -კიტრებს და სარები- ლობიოს. ჩვენი ყანიდან მიგვაქვს და თქვენ შეგეკითხო, ფოთლიანა წავიღოთ თუ შიშველი? მალე არჩევნები იქნება და იმას დააკვირდით კარგად, ის აჯობებს, _პასუხს არ აყოვნებენ „გაღმიელები“ „დამკვირვებელ“ მეზობლებს და შეუჩერებლად აგრძელებენ გზას.