2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეიდან დაიწყო და 1 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ხოლო სკოლებში დოკუმენტების წარდგენა 11 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
ცნობისთვის, II ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები:
რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში;
მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი;
ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მშობლებს საშუალება ექნებათ ელექტრონულად სკოლების ელექტრონულ ფოსტებზე (იხ. ელექტრონული ფოსტები) გადააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ან სკოლის მიერ დადგენილი წესით უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ სკოლის ადმინისტრაციას; სკოლა 2 დღის ვადაში დაუდასტურებს მშობელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას.
ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის (იხ. დოკუმენტაციის ჩამონათვალი) ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში, სკოლა არ მოითხოვს დოკუმენტებს მატერიალური სახით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაადასტურებს მოსწავლის ჩარიცხვას.