„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 5 ადამიანი იმყოფება“,_ ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
StopCov.ge-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 647, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 372, გარდაცვლილი – 11. კარანტინის რეჟიმშია – 4461 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 394. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი 3 საქართველოს მოქალაქეა.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვალში დაფიქსირდა. ამ დრომდე გურია ე.წ. მწვანე ზონად რჩება. გურიაში არ არის კორონავირუსის არცერთი შემთხვევა დადასტურებული.