კორონავირუსი შეიძლება პრობლემად გადაიქცეს, არასდროს გაქრეს აივ ინფექციის მსგავსად და იმ ვირუსების სიას შეუერთდეს, რომლის გამოც ადამიანები მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად იღუპებიან,_ აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა გააკეთა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აივ ინფექციას და კორონავირუსს ერთმანეთს არ ადარებს, მაგრამ ადამიანები რეალისტები უნდა ვიყოთ.
„ეს ვირუსი, შესაძლოა, კიდევ ერთი ენდემური ვირუსი გახდეს ჩვენს საზოგადოებაში და არასდროს გაქრეს. აივ-ინფექცია არ გამქრალა. ამ ორ დაავადებას არ ვადარებ ერთმანეთს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რეალურად შევხედოთ მოვლენებს. არ ვფიქრობ, რომ ვინმეს შეეძლოს იმის პროგნოზირება, თუ როდის ან საერთოდ გაქრება თუ არა ეს დაავადება“, – აღნიშნა მაიკ რაიანმა.
ვაქცინით შესაძლოა ვირუსის აღმოსაფხვრელი გასროლა გვქონდეს, მაგრამ ის უნდა იყოს ძალიან ეფექტური, ხელმისაწვდომი ყველასთვის და უნდა გამოვიყენოთ.