განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, 2020 წლის ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, შესაძლოა თარიღი შეიცვალოს.
მისის განმართებით, ეს ეპიდსიტუაციაზე და ექიმების რეკომენდაციებზე იქნება დამოკიდებული.
“ივნისში ვაცნობებთ დეტალებს ეროვნულ გამოცდებზე. წელს ამას დამატებითი განზომილება აქვს. ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს ესაა თარიღის ცვლილება და აგვისტოსკენ გადატანა. ეს მოხდება თუკი მკაცრი რეკომენდაცია იქნება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან. თუკი ეპიდსიტუაცია მოითხოვს, შესაძლოა ეროვნული გამოცდები აგვისტოში ჩატარდეს”, – აღნიშნა ჩხენკელმა.